THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Tuesday, July 15, 2008

მამაო ჩვენო

\"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...\" ქრება შუქი, ისევე როგორც კინოთეატრში. ეკრანი... ეკრანი რატომღაც გრძელდება... დარბაზში მარტო მე. მე ვარ დაჩოქილი. \"წმინდა იყავნ სახელი შენი...\" ეკრანი? არა, ეკრანი აღარ. უკვე გზა. გზა მიდის ზევით. რეისი? დედამიწა-სამოთხე? (მე ვინ მიმიშვებს სამოთხეში...) \"მოვედი სუფევა შენი...\" ეს უკვე გზაა. გზა არსაითკენ. თუმცა იქნებ სწორედ ეს \"არსაითკენ\" არის ყველაზე კონკრეტული ადგილი მთელ სამყაროში? \"არსაითკენ\" ეს ხომ სახელია, საგანი კი იქნებ სხვაა... გზა წვრილდება. \"იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა...\" \"შეუცნობელ არს გზანი შენნი უფალო...\" ძნელდება... ბილიკდება... ჩემ ირგვლივ ნათელი გროვდება... მე მონა ვარ შენი უფალო... პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს...\" გზის ბოლოს თვალი გავაწვდინე და სასოწარკვეთილებამ დადაღა გული ჩემი: დიდი წითელი ხაზი!.. ორი დიდი შუბოსანი... გაიყო მატერიალური და სულიერი სამყარო პურით!!... (იქნებ ეს პური კი არაა ლოცვაში არამედ...?!) პურის საშოვნელად გვავიწყდება ლოცვა, თუმცა სხვა რაღაც გვახსოვს... და სწორედ ამიტომ: გზაში ჩნდება ხარვეზები... ბევრი, ბევრი... ზოგი წითელი, ზოგიც შავი... მეტეორიტებს რომ გვანან, ისეთები... დიდი წვეტიანი მეტეორიტი ზურგში ჩამერჭო... მე დაჭრილი ვარ... \"და მოგვიტევენ თანანადებნი ჩვენნი...\" ცოდვების საზღაურად მივიღე მე ის ხმისამოუღებლად... ჩემ წინ გაჩნდა: დოლარი, ჩემი ავტოგრაფი, გვირგვინი... და მე შევიცანი ისინი: ჩემი სისუსტეები!!! გამეხარდა... ჩემს სისუსტეებს თვალი არ დავუხუჭე... \"ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...\" და მე დავიწყე ლოცვა... \"უფალო შეგვიწყალენ...\" მივხვდი, ეს გზა იყო შესაძლებლობა მომენანიებინა ჩემი ცოდვები ღვთის წინაშე... ვლოცულობდი და ვგრძნობდი: გზაზე მეტეორიტები მატულობდა, ჩემს სხეულზე_ ჭრილობები... სისხლმა დამიფარა კანი... თვალი არ გამიხელია... ჩემ დაბლა სიშავე გამოჩნდა.მივხვდი, რომ ზევით ვიყავი ასული... მე უკვე სინათლეში ვიდექი, მერე იყო მეტეორიტებით სავსე გზა და ბოლოს მბრწყინავი ბურთი, სადაც კაცის სახე მოჩანდა, ვერ გავიგე დახუჭული ჰქონდა თვალები თუ გახელილი... მე მივხვდი: ის იყო ერთი... დიადი... მიუწვდომელი... გზის აქეთ-იქით ჩაიქროლეს ტალღებმა. ისინი იყვნენ რადიოტალღები. ჩემს ცხოვრებას გადასცემდნენ, ოღონდ ვის, ვერ გავიგე... \"და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა...\" ო, მე აღარ მინდოდა უკან დაბრუნება, სასიამოვნო მწვანე ნიავი უბერავდა. ამ ნიავმა მომირჩინა მე ჭრილობებიც... თვალები გავახილე, სიამოვნება ჩაიღვარა ჩემს სულში... მე დამავიწყდა ჩემი მოვალეობა. შევწყვიტე ლოცვა... \"არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...\" სამკუთხედებზე გამოსახული საშინელი სახეები ღრიალებდნენ და მოსვენებას არ მაძლევდნენ, არ მიშვებდნენ გზაზე, ხელებში მეჭიდებოდნენ... მივხვდი, ლოცვა არ უნდა შემეწყვიტა და ისევ განვაგრძე: \"...და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...\"
ამინ!

Friday, July 11, 2008

იისფერი თოთო ბავშვის ფაჩუჩი




მიტოვებლი ადგილი, სადაც მხოლოდ რელსებია...ჩუუ...ვიღაცის ტირილი...დამაინტერესა ვინ ტიროდა ესე სასტიკიად და ჩუმად მიუახლოვდი...ისე ვიღაცას ელაპარაკებოდა... მაგრამ ირგვლივ ჩემს გარდა არავინ იყო...“მაპატიე, არ მინდოდა” ამ სიტყვებს იმეორებდა და უმატებდა ტირილს...ჩემ ინტერეს საზღვარი აღარ ჰქონდა, თუ რატომ მოთქვამდა საყვარელი, ხვეულთმიანი გოგონა...-იცი როგორ მიყვარდი? იცი როგორ გელოდებოდი, იცი რა დღეა ეს ჩემთვის, შენ მე მოგკალი, ისე რომ, ნერვიც კი არ ამტოკებია...საზიზღარი ადამიანი ვარ, მე არ ვარ ღირსი შენი, მე არ ვარ ღირსი არავის... მე მხოლოდ სიკვდილის ღირსი ვარ...-ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ მაინც განვაგრძე მოსმენა...-გახსოვს? მე და Aშენ აქ როგორ ვსეირნობდით, როგორ გელაპარაკებოდი, რომ რელსები გაუგებარ დაბურულ გზას მალავსთქო? გახსოვს როგორ ვაწყობდით მომავლის გეგმებს? მაგრამ მე, ხო მე მოვკალი ეს ყველაფერი, მოვკალი-მოგკალი...მძულს ჩემი თავი, მძულს...!-დავინახე გოგონას ერთ ხელში იისფერი რაღაც ეჭირა,მეორე ხელში კი დანა...მინდოდა მისვლა,მაგრამ შემეშინდა,მეც არ მომკლასთქო...არ ვიცოდი რა გამაკეთებინა...
გოგონამ რელსებზე სიარული დაიწყო, დადიოდა ტიროდა იცინოდა, იისფერ რაღაცას ეფერებოდა, მოთქვამდა და თან დანას ატრიალებდა...-მე არ ვადანაშაულებ იმას, მაგრამ მისი ბრალია,მას არ უნდოდი...მაპატიებ ოდესმე? არასდროს, არ ვარ ღირსი, არ ვითხოვ შენდობას...
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე, გოგონა მუცელს ელაპარაკებოდა...ალბათ შვილი მოიშორა?! მაგრამ ის ხომ,ჯერ პატარაა... არ ვიცი სულ დავიბენი...
ბოლო ხმაზე წარმოთქმული უკანსკნელი სიტყვები...-მაპატიე შვილო, მაპატიეე!და რელსებზე სისხლის გუბე გაჩნდა...-მე უცბად მივარდი, მაგრამ მას დანა გულში ჩაურტყავს პირდაპირ...ხელში კი იისფერი თოთო ბავშვის ფაჩუჩი ეჭირა...







მუსიკა

მუსიკა-გენია,ხელოვნება,სიცოცხლე სიყვარული, ფიქრი....
ვიღაც უკრავს სათუთად გიტარაზე, თითოეულ სიმს როგორც ჩვილ ბავშვს ისე ეხება, მღერის, ცოტა ხრინწიანი ხმით და ლამაზი თვალებით გოგონას შესციმციმებს...მისი ყველა სიტყვა,ნამღერი,აკორდი გოგონაზე როგორც ანგელოზის გალობა ისე ესმის, გოგონას უცნაური მაგრამ მუსიკალური გრძნობა ეუფლება...ლამაზი თვალები ისევ ციმციმებს და ისევ ირხევა მისი ბაგეე...
აი ასე დაიწყო მათი მუსიკალური ურთიერთობა...არ გეგონოთ,რომ ვარ რომანტიკოსი და ამიტომ ვწერ ამ ჩანახატს,ისტორიას,ნაჯღაბნს რაც გინდათ ის დაარქვით,თქვენთვის მომინდია...
ჩემს (თქვენ გადაწყვიტეთ რა არის) სახელი არავის ქვია, რატომ? იმიტომ,რომ კონკრეტულ ადამიანებზე არ ვწერ,ან იქნებ ვწერ კონკრეტულზე ოღონდ ქვეცნობიერად, არ ვიცი ვერ გეტყვით...მე შევქმნი ადამიანებს,თქვენ წარმოიდგინეთ ვინც გინდათ...მე ვწერ ნახევრად რეალობას,ნახევრად ჩემს-ფიქრებს...

პატარა ქუჩები,დაუსრულებელი სადღაც მიდიან მაგრამ არ ჩანს ბოლო,არ ჩანს ბოლო ისე როგორც რელსებზე... აი ძლივს მივაგენი იმ ვიწრო პაწაწინა ქუჩას საიდანაც მუსიკის ხმა გავიგე...ჩუმად,თითქოს ქურდივით ვეპარებოდი ვიღაცას... თქვენ ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რატომ ჩუმად?! იცით რატომ?! მე მის ხმაში სიფრთხილე,მოწყენილობა,დარდი,სიხარული ვიგრძენი... გაგიკვირდათ?დარდი და სიხარული ერთად... სიხარული იმისი რომ მას შეუძლია დაკვრა დარდი იმის რომ მას შინაგანად სულერად აწუხებს, შეიძლება მეშლება... არ ვიცი...აი მეც მიუახლოვდი იმ კიბეს რომელზედაც ხვეულ თმიანი, ვიღაც დავინახე, ოჰ,ღმერთო ჩემო როგორი ცუდი შუქია,არაფერი ჩანს თითქმის...უეცარი გაშეშება...შევკრთი ახლოს მივედი,მაგრამ ის არ იყო აქ,ის სადღაც იყო დაფრინავდა, მე ვიდექი მის წინ ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ანათებდა ცრემლებ შერეული წაბლისფერი თვალები... მის ლოყაზე ცრემლები ეცემოდა,მაგრამ ის მაინც უკრავდა და მღეროდა... ცოტა არ იყოს დავიბენი,რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, თავი უხილავი მეგონა..მუსიკა შეწყდა,სისწრაფე,ცრემლების მოშორება და სიტყვა “უკაცრავად” წამოდგა და წასვლა დააპირა..-უკაცრავად? Eეს მე უნდა მოგიხადო ბოდიში...რატომ მეუბნები “უკაცრავად”-მე თქვენ შეგაწუხეთ, ჩემი სულელური სიმრერით... მე არასდროს მოვალ მეორედ მაპატიეთ..-არა! მე მომწონს... მე მიყვარს... მე გეძებდით, მესმოდა სიმღერა,მესმოდა გულ დაწყვეტილი სიმღერა,მაგრამ ვერ გაგნებდით... უკვე დიდიხანია ვეძებ ამ ქუჩას..ნუ წახვალ,დაუკარი მე მოგისმენ...-არა,უმჯობესია წავიდე...-გთხოვ,ხელი ხელზე მოკიდა..ჩაბნელებულ ქუჩაზე თითქოს მათ თავზე ცისარტყელა გაჩნდა...თავი დახარა ბოდიში მოუხადა...-ნახე მეც მაქვს გიტარა, მოდი მე დაუკრავ ეხლა და მერე შენ კარგი?გოგონა დააინტერესდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...-ისინი ხის კიბეზე ერთმანეთის პირდაპირ ჩამოსხდნენ და ბიჭმა დაკვრა დაიწყო... უკრავდა და ულამაზესი გრძნობით ცდილობდა გადმოეცა ეს ყველაფერი...უყურებდა გოგონას ლამაზი თვალებით და თან უღიმოდა...-შენი ჯერია დაუკარი,გოგონა დროს წელავდა მას ეშინოდა დაკვრის...მაგრამ შიში გადალახა და სათუთად შეეხო სიმებს, ხმადაბლა მაგრამ ტკბილი ხმით დაიწო სიმღერა, მას ისევ ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან... არ შეიმჩნია და განაგრძო დაკვრა.. ბიჭი უყურებს და უამრავი შეკითხვა უჩნდება... მას მოერიდა დასმა კითხვის რატომ ტირის როცა უკრავს და ამიტომ სულ სხვა რამ კითხა: “დიდიხანია რაც უკრავ და სიმღერებს წერ?”-არ ვიცი არ დამითვლია..მოკლე პასუხი...-გიტარაზე კარგად უკრავ ანუ მასწავლებელთან დიდიხანია დადიხარ...-არა... არასდროს მივლია მასწავლებელთან...-აბა? შენ გინდა თქვა როომ...-კი,მე მინდა ვთქა რომ ჩემით ვისწავლე და არცერთი აკორდი არ ვიცი..-ლამაზი ხარ-ჩემი წასვლის დროა...გვიანია-გაგაცილებ...-არა! არ მინდა! Aარ გამომყვე...-კარგი თუ ესე გინდა... ის მაინც მითხარი ხვალ მოხვალ?-არ ვიცი..გაუჩინარდა გოგონა იმ ვიწრო ქუჩებში, ბიჭი იდგა გაუნძრევლად და ფიქრობდა გოგონაზე..რომლის თვალები თვალ წინ ედგა და გრძნობდა როგორ აღწევდა მის გულში რაღაც გრძნობა..ისევ ძლივს მიგნებული ქუჩა,ისევ ჩაბჟუტული შუქი და ისევ ხის კიბეები,მწვანე ხის კიბეები... მაგრამ იქ არავინ იყო,იქ არავინ დახვდა.. ჩამოჯდა კიბეზე და წარწერა..“მე მუდამ ვოცნებობდი,განსაკუთრებულ დაბადებისდღეს,ისეთს რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდებოდა.. აი ახდა ჩემი ოცნება გუშინ... მუსიკა, საყვარელი ქუჩა,საყვარელი კიბე და საყვარელი ადამიანის გაჩენა...მადლობას გიხდი,მაპატიე...”“მე ბედნიერი ვარ”
და თქვენ გგონიათ,რომ მე რამეს დავწერ კიდე?! Aარა!როგორც გინდათ თქვენ ისე დაასრულეთ, თუ გინდათ შეახვედრეთ ერთმანეთს,თუ გინდათ დახოცეთ ორივე ან ერთი ან არ ვიცი...მე მხოლოდ ის დავწერე ჩემთვის შექმნილი სამყაროს რეალობაა, და სხვისთვის აფსურდი...არ ვარ გიჟი,არ ვარ რომანტიკოსი...არ ვარ არაფერი...მაგრამ მე მიყვარს მუსიკა და ლამაზი თვალები...