THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Friday, August 15, 2008

if

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებs რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ... მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას... ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს... მესმის, რომ თითოეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის 60 წამს... ვივლიდი მაშინ როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა.... გავიღვიძებდი მაშინ, როცა ყველას ეძინებოდა... მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ... რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს... თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც... ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას ვანგოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი vარდებს რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარdის ფურცლების სისხლიანი კოცნა... ღმერთო ჩემო... მე რომ რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა, არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული, ადამიანებს დავუმტკიცებდი რომ ცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან, ისინი ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის... რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო! დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე... ვისწავლე ისიც, რომ როცა ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით პირველად ეჭიდება მამის ხელს ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას! ვისწავლე ის რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან... მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ, მე უკვე მომაკვდავი ვიქნები... ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა... რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ!.." თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად cxოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ... ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს... შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს... ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ მოუცლელობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი... გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს... ჩუმად ჩასჩურჩულე რაოდენ გჭირდებიან ისინი... გიყვრდეს და ფაქიზად მოეპყარი... დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: ვწუხვარ, მაპატიე, გეთაყვა, გმადლობთ... და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო... შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად... უჩვენე შენს მეგობრებს თუ როდენ მნიშვნელვანია თითოეული მათგანი შენთვის... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა... ახლა სწორედ ამის თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებs რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ... მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას... ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს... მესმის, რომ თითოეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის 60 წამს... ვივლიდი მაშინ როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა.... გავიღვიძებდი მაშინ, როცა ყველას ეძინებოდა... მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ... რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს... თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც... ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას ვანგოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი vარდებს რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარdის ფურცლების სისხლიანი კოცნა... ღმერთო ჩემო... მე რომ რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა, არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული, ადამიანებს დავუმტკიცებდი რომ ცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან, ისინი ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის... რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო! დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე... ვისწავლე ისიც, რომ როცა ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით პირველად ეჭიდება მამის ხელს ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას! ვისწავლე ის რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან... მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ, მე უკვე მომაკვდავი ვიქნები... ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა... რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ!.." თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად cxოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ... ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს... შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს... ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ მოუცლელობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი... გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს... ჩუმად ჩასჩურჩულე რაოდენ გჭირდებიან ისინი... გიყვრდეს და ფაქიზად მოეპყარი... დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: ვწუხვარ, მაპატიე, გეთაყვა, გმადლობთ... და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო... შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად... უჩვენე შენს მეგობრებს თუ რaოდენ მნიშვნელვანია თითოეული მათგანი შენთვის... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა... ახლა სწორედ ამის დროა...


“მოხეტიალე სული”
მოხეტიალე სული, დავდივარ დავეხეტები მარტო, ობოლი. არაფრის შემძლე. გაუბედუებული სული...სული რომელიც ვხედავ ყველას,მაგრამ ვერავინ მხედავს მე...ვეხები ყველას,მაგრამ ვერ გრძნობს ვერავინ...
ერთ უვარსკვლავო სავსე მთვარის დროს, წავედი სასაფლაოზე სადაც ყოველ ღამე დავდიოდი... უცნაური რამ დავინახე...ვიღაც სასუწაკვეთილი ტიროდა და თან მუსიკას უსმენდა...რაც უფრო ვუახლოვდებოდი და რაც უფრო კარგად მესმოდა ტირილი, მით უფრო მეცნობოდა ხმა... თითქოს ადრეც გამეგო ეს ხმა, კეთილი,მხიარული, ჩაფიქრებული გოგოს ხმა, მაგრამ მე მისი ტირილი კი არა კისკისი გამეგო... მემემე მიუახლოვდი და დავინახე მისი სახე... სახე რომელიც მე მიყვარდა, თვალები, რომლის ყურებაც არასდროს მბეზრდებოდა..ეს ის გოგონა იყო, რომელსაც მე ვაღმერთებდი, როდის? როდესაც ცოცხალი ვიყავი რაღათქმა უნდა... მე შევეხე მას,მე ველაპარაკებოდი მას მაგრამ არ ესმოდა ვერ გრძნოდა რომ ვეხებოდი... სულ დამავიწყდა,რომ ერთი გაუბედურებული სული ვიყავი... ის ქვითინებდა, ამბობდა,რომ არ უნდა დამეტოვებინა,მლანძღავდა თან სიყვარულს მეფიცებოდა... მე ვყვიროდი ვეძახდი აქ ვარ ნუ ტირი, მე შენთან ვარ,მაგრამ უშედეგოდ, მეც მინდოდა მასთან ერთად ტირილი,მაგრამ მე არც ტირილი შემეძლო...გოგონას ულამაზესი თითები ცახცახებდა, ხელში კი ჩემი ნაჩუქარი თილისმა ეჭირა, მე კი მეგონა გადააგდო... რა სულელი ვარ,,,ნეტა ვინმემ იცოდეს,როგორ მინდა თუნდაც ერთხელ მაინც დამინახოს, როგორ მინდა მასთან ერთად ყოფნა, ღმერთო რატომ მწირავ ესე, რატომ ამდენი სატანჯველი,რატომ გამხადე მოხეტიალე სული, მომკალი და კიდევ მტანჯავ უარესად..ის არაა საკმარისი, რომ მის ხელებში მომკალი? ის არაა საკმარისი რაც მან გადაიტანა, კიდევ აქ გამოაგზავნე? რატომ? რისთვის...ტირილი,ტირილი საშინელი ქვითინი, სისხლისფერი ცრემლები,თილისმა...უშედეგო შეხება,უშედეგო ლაპარაკი, ყველაფერი უშედეგო...ჩხაკუნი, გამხმარი ყვითელი ფოთლების შრიალი, სისხლი...ჩემ სასაფლაოზე წითელი გუბე გაჩნდა... გუბე მისი... ვყვიროდი,ვღრიალებდი, ვეხვეწებოდი თვალი გაეხილა,მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო... მე მის ხელებში მოვკვდი, მან კი ჩემ თვალწინ თავი მოიკლა,მე კი ვერ გადავარჩინე, მე მე მე საშინელი ვარ.. მძულს ჩემი თავი...მთელი ღამე ვეხუტებოდი და ვცდილობდი დამეცვა საზიზღარი მწერებისგან,რომლებმაც ჩემი სხეული დააქუცმაცეს, ჭამეს...დილას კი მესაფლავემ წამართვა მისი თავი...არც სიცოცხლეში მამყოფეს მასთან ერთად და არც სიკვდილის დროს...ალბათ ასეთია ჩემი ბედი, მოხეტიალე არაფრის მაქნისი-სული...