THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Friday, June 27, 2008

“საუბარი ეშმაკთან”

“საუბარი ეშმაკთან”
-მოხვედი?-მოვედი..-გელოდი... ვიცოდი,რომ მოხვიდოდი...აკი ღმერთი განსჯის კაცის ცხოვრებას?-თუ კი მისცემ ამის ნებას!-მე მიყვარდა ის...-ვინ ღმერთი?
თითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ Gველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
-ღმერთიც და ადამიანებიც... მე ვეხმარებოდი მოყვასს...-ხმამაღლა ნათქვამია! Gაიხსენე თუნდაც ერთი სიკეთე რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!-მე მწამდა სიკეთის...-იმიტომ,რომ უკან დაგიბრუნდებოდა არა?!-მე მართლა მიყვარდა...-იმიტომ,რომ მასაც ყვარებოდი,იმიტომ გასცემდი რომ უკან მიგეღო,ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?-არა...
შენიღბული შიში... ვერ დამალული...
-ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა...-და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლლებდი ერთი ბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
თითქოს დანაშაულზე წაასწრეს,დადუმდა სწრაფად...
-არასოდეს არაფერი მოგიპარავს?...თუ გავიწყდება ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?!
Uსასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
-თვითონვე იგონებთ და მერე ამსხვრევთ იდეალებს...
მერე ისევ უხამსი ღიმილი...
-უფლება არ გაქვს!!!
Gაუბედავად გაბედული შეწინააღმდეგება...Aრამიწიერი საძულველი და ფრაზა:
-მე ყოვლისშემძლე ვარ!-შეუძლებელია...-სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ,მე ვიქნები...Aმიტომ უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი,ტკივილი,სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად...-როდის მიდიხარ ადამიანისგან?
Gველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი...და უეცრად ქვითინად ამომხდარი ლოცვა..........
-მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,ჭმინდა იყვან სახელი შენი,მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენივიტარცა ცათა შინა,ეგრეცა ქვეყანასა ზედა,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,ვითარცა ჩვენ მივუტევებთ ჩვენ განსაცდელსა,არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...
ამინ...!
ვერასოდეს წარმოიდგენდა,თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას...დიდება შენდა ღმერთო!
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაყვა გზას ტაძრისაკენ.........

Thursday, June 26, 2008

ჩაკეტილი სივრცე

ჩაკეტილი სივრცე, ერთი ოთახი,ოთახი სადაც არ სუფევს სიცოცხლე... მაგრამ მე ამ ოთახში ვარ... და თუ სიცოცხლე არ სუფევს, შენ როგორ ხარ მანდ? შენ რა იცი,მე იქნებ არ ვარ ცოცხალი... რა გინდა თქვა რომ მოჩვენება, სული ხარ? არა ადამიანი.. ცოცხალი მაგრამ თანაც მკვდარი, რომელიც ოთახშია სადაც არაფერი არ ხდება, სადაც არ არის არაფერი, სადაც ადამიანს ბედნიერების,სიხარულის შეგრზნება არ-ვერ შეუძლია... მხოლოდ,გვამები,ლეშები,გვამები ლეშები,სასაფლაოები... არ მესმის შენი... ვიცი, მაგრამ შენ შეგიძლია ეს გაიგო,მაგრამ მე გიჟი გონივარ და არ გინდა მიხვდე რას ვამბობ... რატო უნდა მინდოდეს გვამებზე სასაფლაოებზე ფიქრი? იცი რა არის,სასაფლაოზე არავინ არ ღსდგება მკვდრეთიდ,არავინ არ დადის მოღუშული,ისინი განისვენებენ,იქ სადღაც ან ბედნიერები ან უბედურები... არავინ გთხოვს არაფერს... ისევ არ მესმის შენი... არ გესმის-ვერ გესმის-არ გინდა გაიგო... შენ ყოფილხარ ერთ ოთახში დიდიხანი? შენ გაგიგია რა გრძნობაა სიმარტოვე,გამომწყვდეულ ოთახში სადაც არაფერი ხდება? არა და არც ვაპირებ გაგებას,რაში მაინტერესებს... იცი რა გრძნობაა,როცა გიჟს საგიჟეთში გამოამწყვდევენ? არ ვიცი,ჯერ არ დამჩირვებია საგიჟეთი... იცი რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე? არა... რას? გიჟი არ უნდა იყოს საგიჟეთში, იცი რატომ? ადამიანის ფსიქოლოგიაზე ჩაკეტილი სივრცე მარტოობაში ყოფნა უფრო ცუდად მოქმედებს, მე ვთვლი,რომ გიჟებს უფრო აგიჟებენ და არა ამშვიდებენ ან მკურნავენ... აუჰ,დაასკვნა რა... რა სისულელეა... მთელი მსოფლიო ეგრე მკურნალობს გიჟებს და შენ ახალი ფილოსოფია მოიგონე? Aრავის უთხრა დაგცინებენ... არ შეიძლება მთელი მსოფლიო ცოტათი მაინც ცდებოდეს რამეში? არა,არ შეიძლება! კარგი,მაშინ... მითხარი, შენ რომელიც არასდროს ყოფილხარ ჩაკეტილ სივრცეში,რომელსაც არასდროს გიყურებია ერთი ფერის კედლებისთვის,რომელსითვისაც არასდროს არ მიუციათ თეთრი ბილეთი-გიჟის ბილეთი, შენ რომელმაც არ იცი რას ნიშნავს თუ როგორ გიგდებენ აბუჩად,დაგცინიან,ადამიანების სიიდან გწერენ და ცხოველის სიაშიც კი არ გწერენ,ხარ გამოკიდებული ისე უბრალოდ, როგორც დედამიწის ტვირთი, არა უბრალოდ წარმოიდგინე ეს ყველაფერი გთხოვ წარმოიდგინე... კარგი წარმოიდგინე? აი ეხლა დახუჭე თვალები,ხოხო დახუჭე, ნუ გეშინია არაფერი მოგივა... უბრალოდ უფრო კარგად შეძლებ წარმოდგენას... არ მინდა,თვალების დახუჭვა! რატომ\\\\? გეშინია? რისი? გაგიჟდი? რისი? რისი და წარმოდგენამ,ფიქრებმა არ ჩაგითრიოს და არ აღმოგაჩინოს ისეთ ადამიანად როგორიც არასდროს ყოფილხარ... რა სისულელეა! თუ სისულელა დახუჭ თვალები! Dდა იფიქრე იმაზე რასაც მე გეუბნები... ჰო,კარგი კარგი... დახუჭული თვალები,ფიქრები,გონება, მშვიდი ლაპარაკი და მუსიკა... რა მუსიკა? Aაბა თუ მიხვდები შენ მკითხველო რა მუსიკა იქნება ჩართული...? მე არ ვიტყვი! თუ მიხვდები ოდესმე გამაგებინე... არ გაახილო თვალები,უსმინე მუსიკას, და მისმინე მე...არც ხმა ამოიღო... ადამიანო, “სიგიჟეში გამოუცდელო” წარმოიდგინე რომ ერთ დღეს ქუჩაში გადიხარ ყველა გიყურებს შენ, არა იმიტომ, რომ ლამაზი ხარ ან ლამაზი ტანსაცმელი გაცვია... შენ ამდროს ხომ დაიბნევი? ფიქრობ ეხლა ხომ,რომ არ დაიბნევი, ფიქრობ რომ შენ ისედაც სულ გიყურებენ, ფიქრობ რომ მერე რა რო მიყურებენ,მე განსხვავებული ვარ! არ ამოიღო ხმა! შენ არ გიყურებენ ეხლა ისე როგორც ადრე, შენ არ გიყურებენ როგორც ადამიანს,არც ცხოველს, შენ იცი რატომ გიყურებენ? შენდამი ყურება ადამიანებში დაცინვის, აბუჩად აგდების გრძნობაა... და იცი რატომ? შენ არ იქცევი ადეკვატურად, შენ დაკარგე შეგრძნებები,შენ ვერ გაიგე სად ხარ, შენ გოგგონია, როგორც მე ეხლა გლობუს ვატრიალებ, ისე ტრიალებს ყველა და ყველაფერი, გგონია გელანდება, გელანდება გგონია, გგონია ხალხი თავდაყირა დადის, გგონია შენს ირგვლივ ანარქია სუფევს და შენ ამას იჯერებ! გესმის?! შენ იჯერებ ამას ეხლა ამ წამს, იჯერებ იმას რასაც მე ვამბობ, მომეცი ხელი, ატრიალე ეს გლობუსი იქამდე არ გაჩერდე სანამ მე არ გეტყვი, არ გაჩერდე და იფიქრე გლობუსზე,თავდაყირად მოსიარულე ადამიანებზე, ანარქიაზე იფიქრე იფიქრე არ შეჩერდეეე…იფიქრე... გლობუსივით ატრიალე შენი ცხოვრება, მიდი,მაგრამ ხმა არ ამოიღო...! ფიქრები,გონება დაძაბულია... ტალღების ხმა, იხრჩობი, ვერავინ გშველის, მაგრამ შენ იხრჩობი,ვარდები მორევში,უფსკრულში საიდანაც ამოსვლაშეუძლებელია! მაგრამ ეს შენნ გგონია რომ შეუძლებელია! Iცი რატომ არაა შეუძლებელი?! Iმიტომრომ ეს ყველაფერი ყოველთვის,ცხოვრება სიგიჟე ანარქია ყველაფერი ტყუილია,ტყუილია ჩემი შენი და ყველას ცხოვრება... და შენ ისევ წარმოიდგენ როცა ყველა ავადმყოფს გეძახის, გეუბნებიან შენ არ ხარ ადამიანი,არც ცხოველი,შენ ტვირთი ხარ, ყველასი ჩვენი, მშობლების,დედამიწის,ღმერთის ტვირთი ხარ, შენ არავის არ ჭირდები... მაგრამ ჭირდები ბოროტს! Aაი როდის ბობოქრობს ბოროტი,როდესაც ლეშივით გექცევიან, როდესაც გვამი გგონია თავი... მაგრამ შენ ბოროტი უფრო გაგიჟებს,უფრო ჩქარა ტრიალებს ყველაფერი შენს ირგვლივ, როგორც ეს გლობუსი... და ისევ ფირქბი,გონება,მუსიკა,გლობუსი... რატომ ცქმუტავ?! აღმოჩნდი გიჟი?! შენ უნდა შეძლო და ხმა არ ამოიღო! შენ შეგიძლია ეს! შენ ყოვლის შემძლე ხარ! ხო ოღონდ ეს მხოლოდ ეხლა გგონია, შენ შექმენი შენი სამყარო, შენი გლობუსი, ბეგემოტის ტანიანი ადამიანი და ა.შ შენ უკვე არ ხარ ნორმალური, შენ გიჟი ხარ! ისეთივე გიჟი როგორებსაც საავაფმყოფოში გამოკეტავენ! მე შენ გაწვენ საავადმყოფოში,წარმოიდგინე, საავადმყოფო, ეს ჩვეულებრივი საავადმყოფო არ არის, ეს საგიჟეთია, სადაც შეენნაირებს ვითომ მკურნავენ და ამდროს როგორც ლეშებს ისე გექცევიან... ბევრი თეთრხალათიანი გიჟის მოსათვნიერებელი ადამიანი, ბევრი წამლები, ჩაკეტილი სივრცე, დღეში ხუთI ნემსი, პალატა სადაც შეგაგდებენ სადაც სიცოცხლე არ სუფევს, სადაც მხოლოდ თეთრი კედლები, რკინის გისოსებია... მაგრამ ეს არ გავს გალიას, ეს უარესია! ცდილობ მოიქცე როგორც ნორმალური ადამიანი მაგრამ შენ არ გამოგდის,გცივა გაკანკალებს, წვები იატაკზე და უყურებ კედლებს,არაფრის მთქმელ კედლებს ისევ ტრიალებს ყველაფერი, შენ იძულებული ხდები მარტოობისგან შენ თავს ელაპარაკო... არაფერი გადაგრარჩენს, როგორც ლეშს ისე ამოგხდება სული, კლეტკები, სითეთრე მარტობაა, გლობუსი, ტრიალებს,ანარქია, თეთრებში ჩაცმული ხალხი-ექიმები,წამლები ნემსები... სიგიჟე, სითეთრე, მარტოობა, არაადეკვატურობა, შენთავთან ლაპარაკი, არავითარი ადამიანობა, შენ არ ხარ ადამიანი! გვამები, ლეშები! მარტოობა, ლპები... ტრიალებს ისევ ტრიალებს და ისევ ტრიალებს ყველაფერი... შენ თავს ცემ... სიმწარე,ცრემლები,ზიზღი... სიკვდილს მონატრებული ხდები... აი რა არის საგიჟეთში მკურნალობა, აი რა არის სითეთრე... აი რა არის მარტობაა.. აი რა არის არაადამიანობა... ლეშათ ქცევა... გლობუსი ნელ-ნელა სიჩქარეს აკლებს, ცოტა დრო რჩება შენ აღარ კვდები! კვდები სიმარტოვეში, კვდები უძლურებაში, კვდები სითბოს გარეშე, კვდები როგორც ლეში და არა როგორც ადამიანი... მუსიკა ხმამაღლა... გლობუსი ჩერდება... მიშველეეეეეთ! გამოფხიზლდი ეს მხოლოდ წარმოსახვა იყო... არ მინდა მარტოობა! Aარ მინდა საგიჟეთი! Aარ მინდა სიგიჟე! Aარ მინდა სიკვდილი, არ მინდა ლეშათ ქცევა! Aარაააააააააა, არ მინდაააააააააა არააააააა! დამშვიდდი... შენ ისევ ისეთი ხარ როგორიც ადრე იყავი, ერთი განსხვავებით შენ ცოტა მეტი იცი... ნეტა ეხლა თუ მაინნც გაიგე რას გეუბნებოდი თავიდან... მე გავიგე ყველაფერი, მე მესმის შენი! მე აღარსდროს დავცინებ არავის, მე აღარასდროს არ შევხედავ ამპარტავნულად, მე არასდროს არასდროს... ცრემლები... მაპატიე არ მინდოდა...