THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Friday, August 15, 2008


“მოხეტიალე სული”
მოხეტიალე სული, დავდივარ დავეხეტები მარტო, ობოლი. არაფრის შემძლე. გაუბედუებული სული...სული რომელიც ვხედავ ყველას,მაგრამ ვერავინ მხედავს მე...ვეხები ყველას,მაგრამ ვერ გრძნობს ვერავინ...
ერთ უვარსკვლავო სავსე მთვარის დროს, წავედი სასაფლაოზე სადაც ყოველ ღამე დავდიოდი... უცნაური რამ დავინახე...ვიღაც სასუწაკვეთილი ტიროდა და თან მუსიკას უსმენდა...რაც უფრო ვუახლოვდებოდი და რაც უფრო კარგად მესმოდა ტირილი, მით უფრო მეცნობოდა ხმა... თითქოს ადრეც გამეგო ეს ხმა, კეთილი,მხიარული, ჩაფიქრებული გოგოს ხმა, მაგრამ მე მისი ტირილი კი არა კისკისი გამეგო... მემემე მიუახლოვდი და დავინახე მისი სახე... სახე რომელიც მე მიყვარდა, თვალები, რომლის ყურებაც არასდროს მბეზრდებოდა..ეს ის გოგონა იყო, რომელსაც მე ვაღმერთებდი, როდის? როდესაც ცოცხალი ვიყავი რაღათქმა უნდა... მე შევეხე მას,მე ველაპარაკებოდი მას მაგრამ არ ესმოდა ვერ გრძნოდა რომ ვეხებოდი... სულ დამავიწყდა,რომ ერთი გაუბედურებული სული ვიყავი... ის ქვითინებდა, ამბობდა,რომ არ უნდა დამეტოვებინა,მლანძღავდა თან სიყვარულს მეფიცებოდა... მე ვყვიროდი ვეძახდი აქ ვარ ნუ ტირი, მე შენთან ვარ,მაგრამ უშედეგოდ, მეც მინდოდა მასთან ერთად ტირილი,მაგრამ მე არც ტირილი შემეძლო...გოგონას ულამაზესი თითები ცახცახებდა, ხელში კი ჩემი ნაჩუქარი თილისმა ეჭირა, მე კი მეგონა გადააგდო... რა სულელი ვარ,,,ნეტა ვინმემ იცოდეს,როგორ მინდა თუნდაც ერთხელ მაინც დამინახოს, როგორ მინდა მასთან ერთად ყოფნა, ღმერთო რატომ მწირავ ესე, რატომ ამდენი სატანჯველი,რატომ გამხადე მოხეტიალე სული, მომკალი და კიდევ მტანჯავ უარესად..ის არაა საკმარისი, რომ მის ხელებში მომკალი? ის არაა საკმარისი რაც მან გადაიტანა, კიდევ აქ გამოაგზავნე? რატომ? რისთვის...ტირილი,ტირილი საშინელი ქვითინი, სისხლისფერი ცრემლები,თილისმა...უშედეგო შეხება,უშედეგო ლაპარაკი, ყველაფერი უშედეგო...ჩხაკუნი, გამხმარი ყვითელი ფოთლების შრიალი, სისხლი...ჩემ სასაფლაოზე წითელი გუბე გაჩნდა... გუბე მისი... ვყვიროდი,ვღრიალებდი, ვეხვეწებოდი თვალი გაეხილა,მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო... მე მის ხელებში მოვკვდი, მან კი ჩემ თვალწინ თავი მოიკლა,მე კი ვერ გადავარჩინე, მე მე მე საშინელი ვარ.. მძულს ჩემი თავი...მთელი ღამე ვეხუტებოდი და ვცდილობდი დამეცვა საზიზღარი მწერებისგან,რომლებმაც ჩემი სხეული დააქუცმაცეს, ჭამეს...დილას კი მესაფლავემ წამართვა მისი თავი...არც სიცოცხლეში მამყოფეს მასთან ერთად და არც სიკვდილის დროს...ალბათ ასეთია ჩემი ბედი, მოხეტიალე არაფრის მაქნისი-სული...

0 comments: