THOUSANDS OF FREE BLOGGER TEMPLATES

Friday, June 27, 2008

“საუბარი ეშმაკთან”

“საუბარი ეშმაკთან”
-მოხვედი?-მოვედი..-გელოდი... ვიცოდი,რომ მოხვიდოდი...აკი ღმერთი განსჯის კაცის ცხოვრებას?-თუ კი მისცემ ამის ნებას!-მე მიყვარდა ის...-ვინ ღმერთი?
თითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ Gველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
-ღმერთიც და ადამიანებიც... მე ვეხმარებოდი მოყვასს...-ხმამაღლა ნათქვამია! Gაიხსენე თუნდაც ერთი სიკეთე რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!-მე მწამდა სიკეთის...-იმიტომ,რომ უკან დაგიბრუნდებოდა არა?!-მე მართლა მიყვარდა...-იმიტომ,რომ მასაც ყვარებოდი,იმიტომ გასცემდი რომ უკან მიგეღო,ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?-არა...
შენიღბული შიში... ვერ დამალული...
-ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა...-და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლლებდი ერთი ბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
თითქოს დანაშაულზე წაასწრეს,დადუმდა სწრაფად...
-არასოდეს არაფერი მოგიპარავს?...თუ გავიწყდება ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?!
Uსასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
-თვითონვე იგონებთ და მერე ამსხვრევთ იდეალებს...
მერე ისევ უხამსი ღიმილი...
-უფლება არ გაქვს!!!
Gაუბედავად გაბედული შეწინააღმდეგება...Aრამიწიერი საძულველი და ფრაზა:
-მე ყოვლისშემძლე ვარ!-შეუძლებელია...-სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ,მე ვიქნები...Aმიტომ უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი,ტკივილი,სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად...-როდის მიდიხარ ადამიანისგან?
Gველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი...და უეცრად ქვითინად ამომხდარი ლოცვა..........
-მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,ჭმინდა იყვან სახელი შენი,მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენივიტარცა ცათა შინა,ეგრეცა ქვეყანასა ზედა,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს,და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,ვითარცა ჩვენ მივუტევებთ ჩვენ განსაცდელსა,არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან...
ამინ...!
ვერასოდეს წარმოიდგენდა,თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას...დიდება შენდა ღმერთო!
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაყვა გზას ტაძრისაკენ.........

2 comments:

Anonymous said...

ძალიან რთულია მუქ ფონზე კიდევ მუქი ასოების კითხვა, ფაქტიურად - შეუძლებელი და მხოლოდ საკუთარი თვალების მოძულე ადამიანი გარისკავს, იქნებ შეგეცვალა დიზაინი? : )

no one said...

ratomgac me ar michirs kitxva..
ravici ravici